Xiaomi 16-ის ინოვაცია საბოლოოდ დადასტურდა – რა სიახლეები ელოდებათ მომხმარებლებს

სააგენტო Digital Chat Station-მა Xiaomi 16 სერიის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის დებიუტიც მომავალ თვეში შედგება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება, მოსალოდნელია, რომ ეს კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება იქნება კამერის აპარატურის თვალსაზრისით.

Digital Chat Station-ი წერს, რომ Xiaomi საბოლოოდ უარს იტყვის 32 მეგაპიქსელიან f/2.0 დიაფრაგმის მქონე სელფის კამერაზე, რომელიც პირველად Xiaomi 13-ში გამოჩნდა. ამ სენსორს ახალი 50 მეგაპიქსელიანი სენსორი ჩაანაცვლებს უფრო ფართო ხედვის კუთხით და ავტოფოკუსით, რაც წინა კამერებისთვის იშვიათია.

მთავარ კამერას ასევე ექნება 50 მეგაპიქსელიანი გარჩევადობა, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ფოტოებს დაბალი განათების პირობებშიც კი. Xiaomi 16-ის სტანდარტულ ვერსიაში მთავარი კამერა აღჭურვილი იქნება 1/1.3 დიუმიანი მატრიცით, ხოლო Pro მოდელს დაემატება „ულტრამაღალი დინამიური დიაპაზონი“ და ToF სენსორი უფრო ზუსტი ფოკუსირებისა და პორტრეტის რეჟიმში ფოტოების გაუმჯობესებული ხარისხისთვის.

როგორც ადრე იყო ნავარაუდევი, უფრო ძლიერი ზუმისთვის პერისკოპული ტელეობიექტივი Pro ვერსიაში ექსკლუზიურად დარჩება, ხოლო სტანდარტულ ვერსიაში ვერტიკალური ტელეობიექტივი იქნება.

Xiaomi 16-სა და Xiaomi 16 Pro-სთან ერთად, მწარმოებელი, სავარაუდოდ, Xiaomi 16 Pro Max-საც წარადგენს. ახალ პროდუქტს აქვს უზარმაზარი 7500 mAh ბატარეა და 50 მეგაპიქსელიანი SmartSens 590 კამერა, რომლის ზომაც 1/1.28 ინჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები