პესკოვი: ნუ ცდილობთ მომავალი სამიტის შედეგების პროგნოზირებას!
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის მზადება მოკლე დროში წარიმართა, თუმცა ყველა პარამეტრი დაკმაყოფილდა, – ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არავინ უნდა სცადოს მომავალი სამიტის შედეგების პროგნოზირება.
„ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებს ეძებენ. არსი ძალიან რთულია, ძალიან მრავალმხრივი“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა და დასძინა, რომ საკითხის შესახებ უკრაინული მხარის აზრი „შემდგომ ეტაპზე განიხილება“.