WSJ: უკრაინამ და რუსეთმა პატიმრების გაცვლის საიდუმლო არხი შექმნეს

ომის დროს უკრაინამ და რუსეთმა ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე მოახერხეს 10 000-ზე მეტი მებრძოლის გაცვლა. ბოლო კვირების განმავლობაში დაახლოებით 1200 ჯარისკაცი დააბრუნეს, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, მხარეებმა პატიმრების გაცვლის საიდუმლო არხის შექმნა მოახერხეს, რომელსაც უშუალოდ სამხედრო დაზვერვის ოფიცრები მართავენ და ეფექტურად და პროფესიონალურად ფუნქციონირებს.

როგორც WSJ აღნიშნავს, ორი დაუძინებელი მტერი, რომლებიც თითქმის არაფერში თანხმდებიან, თანამშრომლობენ ისეთ ღრმად ჰუმანურ საკითხში, როგორიც სამხედრო ტყვეებია.

გამოცემის ცნობით, სამხედრო ისტორიკოსები გაკვირვებულები არიან ამ ფაქტით, რადგან კონფლიქტის შუაგულში, ტყვეების რეგულარული გაცვლა თანამედროვე ომში პრაქტიკულად უპრეცედენტოა.

წყაროები, რომლებთანაც გამოცემის ჟურნალისტებმა ისაუბრეს, აცხადებდნენ, რომ პატიმრების გაცვლა შიდა ზეწოლის შემსუბუქების, უცხო ქვეყნებისთვის – ბოლო დროს შეერთებული შტატებისთვის – პროგრესის დემონსტრირებისა და ათასობით მტრის შენახვისა და განსახლების ტვირთისგან გათავისუფლების გზაა.

აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ნაწილების ოკუპაციის შემდეგ, ტყვეთა მცირე გაცვლა მოხდა. თუმცა, 2022 წლის 22 თებერვალს, კრემლის დიქტატორმა უკრაინიდან ყველა დიპლომატი გაიწვია და ორი დღის შემდეგ მისმა 150 000-კაციანმა არმიამ უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები