ევროკავშირი სექტემბერში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს გეგმავს
ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას განაგრძობს, – ამის შესახებ ევროკომისიის მთავარი პრესსპიკერის მოადგილემ, არიანა პოდესტამ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების მე-18 პაკეტი უკვე მიღებულია, ხოლო მე-19 პაკეტის დამტკიცება მომავალ თვეშია დაგეგმილი.
პოდესტას თქმით, ბლოკი დამატებით ზომებზე მუშაობს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ახალი სავაჭრო და ფინანსური შეზღუდვების დაწესებას, ასევე რუსეთის სამოქალაქო და სამხედრო სექტორთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების შავ სიაში შეყვანას.
შეგახსენებთ, ევროკავშირი 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეტაპობრივად ამკაცრებს სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, მათ შორის ენერგეტიკის, ფინანსებისა და მაღალი ტექნოლოგიების სექტორებში.