ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკი-პუტინის პოტენციურ შეხვედრას შესაძლოა ევროპელი ლიდერებიც დაესწრონ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პოტენციურ შეხვედრას შესაძლოა ევროპელი ლიდერებიც დაესწრონ.
უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა მეორე შეხვედრა იქნება, რომელიც გვექნება. შეხვედრაზე იქნებიან პრეზიდენტი პუტინი, პრეზიდენტი ზელენსკი, მე, და შესაძლოა ზოგიერთი ევროპელი ლიდერიც შემოგვიერთდეს, შეიძლება არა“, – აღნიშნა ტრამპმა.
მანვე დასძინა, რომ მისი აზრით, პუტინი და ზელენსკი მზად არიან მშვიდობის დასამყარებლად ორ წელზე მეტი ხნის ბრძოლის შემდეგ, თუმცა მან წუხილი გამოთქვა, რომ უკრაინაში ომის მოგვარება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ელოდა.
„ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი შეთანხმებას. მეგონა, ყველაზე მარტივი ეს იქნებოდა. სინამდვილეში ეს ყველაზე რთულია“, – თქვა ტრამპმა.