თეთრი სახლი: პრეზიდენტ ტრამპს სურს შეხვდეს და თვალებში ჩახედოს პუტინს, რათა ნახოს, რა პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი
პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების ყველა ღონეს გამოიყენებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
მისი თქმით, მას სურს შეხვდეს და თვალებში ჩახედოს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ნახოს, რა პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი ამ სასტიკი ომის წინსვლისა და დასრულებისთვის.
„პრეზიდენტი ტრამპი ხვალ დილით ადრე თეთრი სახლიდან ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე გაემგზავრება, სადაც პირადად შეხვდება პრეზიდენტ პუტინს, რასაც მოჰყვება ორმხრივი სადილი ორივე ქვეყნის შესაბამის დელეგაციებთან და შემდეგ პრესკონფერენცია“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.