სკოტ ბესენტი: ევროპამ ან უნდა იმოქმედოს, ან გაჩუმდეს
ევროპელებმა ან უნდა იმოქმედონ, ან გაჩუმდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ისინი გამუდმებით ამბობენ: „აშშ-მა ეს უნდა გააკეთოს, აშშ-მა ის უნდა გააკეთოს“. პრეზიდენტმა ტრამპმა ინდოეთისთვის მეორადი ტარიფები დააწესა რუსული ნავთობის შესყიდვების გამო. ევროპელებს ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. სინამდვილეში, ევროპელები ყიდულობენ ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ წარმოებულ ნავთობპროდუქტებს“, – თქვა ბესენტმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროპამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, თუ მას ნამდვილად სურს რუსეთის წინააღმდეგ „ერთიანი ფრონტის“ სახით მოქმედება.