შეიძინე ავიაბილეთები TKTFLY-ზე და მიიღე mobineX-ის 5GB სამოგზაურო ინტერნეტი საჩუქრად

თუ ზაფხულის ცხელ დღეებს გინდა გაექცე, ამის საუკეთესო გზა მოგზაურობაა. სანაპიროზე, ქოლგის ქვეშ, ტალღების ცქერით ტკბობისას, ან გრილ კურორტზე ჰამაკში წამოწოლილი, ნაკლებად იგრძნობ მზის მცხუნვარებას. თუ წლევანდელი შვებულება საზღვარგარეთ გინდა გაატარო, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს. mobineX-ი და TKTFLY მომხმარებლებს დიდ სიურპრიზს სთავაზობენ. ამ შეთავაზებით შენც შეგიძლია ისარგებლო. ასე რომ, არ გაუშვა ხელიდან. 

სუპერ შეთავაზება

31 აგვისტოს ჩათვლით, ყველა, ვინც ავიაბილეთებს TKTFLY-ზე შეიძენს, საჩუქრად mobineX-ის 5GB სამოგზაურო ინტერნეტს მიიღებს. ამგვარად ერთდროულად ორ მნიშვნელოვან საკითხს მოაგვარებ – ბილეთებსაც იყიდი და მოგზაურობის განმავლობაში MB-ები გექნება. ეს არის იშვიათი შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო. 5GB ინტერნეტი თავისუფლად შეიძლება გეყოს მთელი მოგზაურობის განმავლობაში, ხოლო თუ დამატებით MB-ების დამატება მოგინდება, ამას მარტივად იზამ mobineX-ის აპლიკაციიდან. 

სწრაფი და ხარისხიან ინტერნეტი mobineX-ისგან

mobineX-ი გთავაზობს სწრაფ და ხარისხიან მობილურ ინტერნეტს, რომელიც იდეალურად ერგება მოგზაურებისა და ტურისტების საჭიროებებს. იმ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც ხელმისაწვდომია 5G ინტერნეტი, mobineX-ის როუმინგ ინტერნეტიც ამ სიხშირეზე იჭერს. თუ რომელიმე კონკრეტულ ლოკაციაზე არჩეული პროვაიდერი სუსტ სიგნალს იძლევა, mobineX-ის აბონენტებს მარტივად შეუძლიათ პროვაიდერის შეცვლა. მოქნილობა საშუალებას გაძლევს, სულ ხაზზე იყო.

რატომ უნდა შეიძინო ბილეთები TKTFLY-ზე

TKTFLY გთავაზობს ავიაბილეთებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ონლაინ პლატფორმა საშუალებას გაძლევს, იპოვო და შეიძინო ბილეთები შენთვის საუკეთესო პირობებით, კომფორტულად და სახლიდან გაუსვლელად. უბრალოდ მიუთითებ მგზავრების რაოდენობას, დანიშნულების ადგილს, რომელი აეროპორტიდან გსურს გაფრენა, გამგზავრების და დაბრუნების თარიღებს. ამის შემდეგ, სისტემა თავად შემოგთავაზებს ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს, რათა შეარჩიო ყველაზე ოპტიმალური ალტერნატივა

შეჯამება

თუ საზაფხულო მოგზაურობას გეგმავ, ახლა საუკეთესო დროა ბილეთების შეძენისთვის. TKTFLY-ზე ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, საჩუქრად mobineX-ის 5GB როუმინგ ინტერნეტს მიიღებ. ინტერნეტთან სტაბილური კავშირი მოგზაურობისას ნამდვილად აუცილებელია. ამიტომ, არ გაუშვა ხელიდან ეს უნიკალური შესაძლებლობა.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები