ანანურთან ტრაილერი გზიდან გადავარდა და ტურისტულ ფარდულებს შეეჯახა

ანანურის ტაძართან ტრაილერი ცენტრალური გზიდან გადავარდა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტურისტულ ფარდულებს შეეჯახა. ამ დროისთვის, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა, საპატრულო და სამაშველო ბრიგადები.
ადგილზე უკვე მივიდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მაცაცო ნარიმანიძე.
“რეგიონული კვირა” დეტალებს ადგილზე არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები