აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ, ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ომის დასრულების მიზნობრივ თარიღად 9 აპრილი დაასახელა, რაც საბრძოლო მოქმედებებისა და მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დაახლოებით 21 დღეს ტოვებს. ამის შესახებ ისრაელური გამოცემა Ynet-ი იუწყება.
ოფიციალური პირის თქმით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს პაკისტანში გაიმართება და დასძინა, რომ ვაშინგტონს ისრაელისთვის არ მიუწოდებია განახლებული ინფორმაცია ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მოჰამად ბაღერ ღალიბაფთან კონტაქტების შესახებ.
ამასთან, როგორც ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ომის ამ თარიღისთვის დასრულებამ შესაძლოა ტრამპს საშუალება მისცეს, ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს ეწვიოს ქვეყანას და ისრაელის პრემია მიიღოს.
ისრაელის თავდაცვის წარმომადგენლების შეფასებით, მაშინაც კი, თუ ირანთან ომი მანამდე გაგრძელდება, თეირანი, სავარაუდოდ, ისრაელის მიმართულებით რაკეტების სტაბილური სროლის ტემპს შეინარჩუნებს, საშუალოდ დღეში დაახლოებით 10 გაშვებით.