როსტოვში საწვავის საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა
რუსეთის როსტოვის ოლქში, აალებადი საწვავის შემცველ საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ხანძრის კერა სამი შენობაა, რომელთა საერთო ფართობი 1000 კვადრატული მეტრია“, – იტყობინება დეპარტამენტი.
ხანძრის ჩასაქრობად 60 მაშველი და 17 ერთეული სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.