იღუმენია ელისაბედი: ხშირად უთქვამს მის უწმინდესობას, რომ ქართველებს არ შეგვიძლია ერთმანეთის აზრის მოსმენა და ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო – შევასრულოთ მისი მცნებები, გვიყვარდეს ერთმანეთი

ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის იღუმენიამ, დედა ელისაბედმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოღვაწეობაზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია პატრიარქის მთავარი მცნება შეასრულოს მოსახლეობამ – გვიყვარდეს ერთმანეთი.

„მე მის უწმინდესობასთან პირველი შეხება მქონდა 1990 წელს. მისი კრედო იყო – ღმერთი არის სიყვარული და ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. ხშირად უთქვამს მის უწმინდესობას, რომ ქართველებს არ შეგვიძლია ერთმანეთის აზრის მოსმენა და ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო. შევასრულოთ მისი მცნებები, გვიყვარდეს ერთმანეთი. მე არ მავიწყდება, ერთხელ მოხდა ასეთი ფაქტი, ერთმა ადამიანმა მაწყენინა აბსოლუტურად უსამართლოდ და მისმა უწმინდესობამ ეს გაიგო, დამიბარა და მითხრა – არ გეწყინოს და მიუტევე იმათ, ვინც გაწყენინებსო, მოწყალე იყავიო, განსაკუთრებით მოწყალე იყავი იმათ მიმართ, ვინც გაწყენინებსო და ნახავ, ღმერთი როგორი მოწყალე იქნება შენთვისო, მე ყოველთვის ასე ვცხოვრობდიო და ღმერთი ამიტომ მწყალობდაო, რომ განსაკუთრებით ვიყავი მოწყალე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გულს მტკენდნენო“, – აღნიშნა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის იღუმენიამ, დედა ელისაბედმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები