ლელა ბაქრაძე: პანდემიის გავლენის შესახებ კვლევა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, რათა კიდევ უფრო დააჩქაროს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარება

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე “კოვიდ-19”-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ ფართომასშტაბიან კვლევაზე საუბრისას აცხადებს, რომ კვლევა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.

ამის შესახებ მან მთავრობის მეთაურთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ეს კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რომ ძალიან კონკრეტული რეკომენდაციები იყოს შემუშავებული არა მხოლოდ იმისათვის, თუ როგორ მოემზადოს ქვეყანა უკეთესად შემდგომი და შესაძლო დიდი კრიზისებისთვის, როგორიც არის მაგალითად პანდემია, არამედ – უფრო ღრმად შეხედოს იმ უთანასწორობას, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს, შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებების საშუალებით გამოასწოროს და გააუმჯობესოს არა მხოლოდ მზაობა პანდემიებისთვის, არამედ კიდევ უფრო ააჩქაროს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა ლელა ბაქრაძემ.

მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მდგრადი განვითარება შეუძლებელია უთანასწორობის დაძლევის გარეშე და ამ თვალსაზრისით კვლევას შორს მიმავალი შედეგები ექნება.

„ამ თვალსაზრისით ჩვენთვის, როგორც გაერო-ს მოსახლეობის ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვხედავთ, კვლევა გააკეთებს სპეციალურ აქცენტს მოწყვლად ჯგუფებზე, ისეთ ჯგუფებზე, რომელთა სიტუაცია შეიძლება, ადრე არც კი ყოფილა კარგად გამოკვლეული სოციალური და ეკონომიკური უფლებების თვალსაზრისით, მაგალითად, როგორიც არის ხანდაზმულები, ახალგაზრდები და განსაკუთრებით ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფები, როგორიც არის შეზღუდული უნარის მქონე ახალგაზრდები, ახალგაზრდები ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებიდან და ა.შ. და სხვა მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფები. მდგრადი განვითარება შეუძლებელია უთანასწორობის დაძლევის გარეშე და, ამ თვალსაზრისით, ჩვენ გაცილებით უფრო ფართოდ ვუყურებთ ამ კვლევას და ვფიქრობთ, რომ მას შორს მიმავალი შედეგები ექნება”, – აღნიშნა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები