პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, სამების ტაძარში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მივიდნენ
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მივიდნენ.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.