ოთარ ანგურიძე: ექსპერტებთან ერთად ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით გამართული მსჯელობები კონკრეტულ შედეგს გამოიღებს
“ექსპერტებთან ერთად ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით გამართული მსჯელობები კონკრეტულ შედეგს გამოიღებს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ოთარ ანგურიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ექსპერტებთან ერთად უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხები განიხილეს.
მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც იყო შეხვედრაზე, კონკრეტულ შედეგს გამოიღებს.
“მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება ისეთი შეხვედრები, სადაც განვიხილავთ მთავრობის ხედვას ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, ეკონომისტებისა და ეკონომისტთა საზოგადოების მხრიდან შეთავაზებულ მოსაზრებებს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება ისეთი შეხვედრები, სადაც განვიხილავთ მთავრობის ხედვას ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, ეკონომისტებისა და ეკონომისტთა საზოგადოების მხრიდან შეთავაზებულ მოსაზრებებს.
განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება, ქვეყანაში განვითარდეს საინვესტიციო გარემო და საერთაშორისო ინვესტორებისთვის როგორ გახდეს საქართველო მიმზიდველი და შემოვიდნენ მსხვილი კომპანიები. ასეთი აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც იყო შეხვედრაზე, ვფიქრობ, გამოიღებს შედეგს, რადგან საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო შერჩეული ეკონომისტები, საზოგადოება, რომელიც განხილვას ესწრებოდა და განცდა იმისა, რომ რაღაც არ ითქვა, ნამდვილად არ არის და იმედისმომცემია, რომ კონკრეტული შედეგი იქნება”, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.