კელი დეგნანი: შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან ხდება
“ჩვენ ნამდვილად შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით, რაც ხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, ეს კონფლიქტი ძალიან საშიშია”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონფლიქტი დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს.
“ჩვენ ნამდვილად შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით, რაც ხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, ეს კონფლიქტი არის ძალიან საშიში და იგი აუცილებლად უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით. არსებობს ამისთვის მექანიზმები და ისინი აუცილებლად მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, სანამ კიდევ გამძაფრდება აღნიშნული კონფლიქტი, უკვე არის მსხვერპლი, ეს ნამდვილად ტრაგიკულია და არ უნდა მოხდეს ამის გაგრძელება“, – განაცხადა დეგნანმა.