ირმა ჭკადუა: იაკობ ბრეგვაძე დროის და ხილვადობის იგივე მონაკვეთში, საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას

ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ის გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას აპირებს. როგორც ადვოკატმა “ტვპირველის” ეთერში აღნიშნა, იაკობი მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დროის და ხილვადობის იგივე მონაკვეთში განახორციელებს ამ ექსპერიმენტს, რათა ცნობილი გახდეს თუ როგორ მოქმედება ის საბედისწერო ღამეს.
“იაკობ ბრეგვაძე თავს გრძნობს ძალიან ცუდად, ის ბულინგის მსხვერპლია. მას წერენ, რომ ყელს გამოჭრიან და თმებით ათრევენ, რომ დედამისი თავს რატომ არ იკლავს ასეთი შვილის გაზრდისთვის. იაკობმა დამირეკა და მთხოვა დავხმარებოდი. მან თქვა, რომ რაც იცოდა ყველაფერი თქვა. აღსანიშნავია ისიც, რომ იქ მყოფი ადამიანებიდან მხოლოდ მან დარეკა 112-ში.
​ფოტოაპარატი და ტელეფონი ამოღებულია, რომც ყოფილიყო წაშლილი მასალები, ვიცით, რომ ექსპერტიზა ტარდება და მერე ზოგიერთებს ბოდიშის მოხდა არ მოუწიოს. ასე მტკიცებით ფორმაში თქმა, რომ კადრები წაშლილია არ შეიძლება. იაკობი, როგორც ფოტოგრაფი ისე არ ყოფილა წვეულებაზე გამოძახებული.
ტყუილია ისიც, რომ არაფერი არ მოუყვა პატრულს. მან ყველაფერი, რაც გამოძიებაშიც აქვს ნათქვამი უთხრა პატრულს, მაგრამ ბოლოს ისიც თქვა, რომ ეს ადამიანები, თავდამსხმელები აქ აღარ არიანო. მეორეა, რომ იმ ბავშვების ნომრები არ ჰქონდა, ვისთან ერთადაც ის ხიდზე გადმოდიოდა, მან ისინი დაბადების დღეზე გაიცნო და ამიტომ ვეღარ მოახერხა მან მათთან დაკავშირება.
იაკობი აპირებს, რომ მედიის წარმომაგენლებთან ერთან, იგივე დროს, იგივე ხილვადობის პერიოდში განახოთ როგორ მოქმედებდა. ​როდესაც თქვენ მას გაიცნობთ, დარწმუნდებით თუ რამდენად გულწრფელია ეს ბავშვი. გარანტი ვარ, რომ ის ყველა მედიასთან ყველაფერს ისაუბრებს.
ტყუილი ნომერი ორი, რომელიც ჩვენ ამ ეთერში მოვისმინეთ, არის რომ იაკობის ტელეფონიდან ამოღებული იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. თქვენ მიგიწვდებათ ამაზე ხელი და ვინც თქვენი ინფორმატორები არიან, ჩაეკითხეთ.
მე არ მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადათ ამბობენ, რო გაყალდებუბულია 112-ში შემავალი თუ გამავალი ზარი”,-განაცხადა ირმა ჭკადუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები