ანა დოლიძე: გერმანიის ელჩზე ორგანიზებული თავდასხმა გიგა ბოკერიას მეთაურობით მიმაჩნია სრულიად მიუღებლად

„მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიამ „ნაციონალურ მოძრაობას” უღალატა, არ უღალატა იმ ერთაზროვნების დიქტატის პრინციპს, რომელიც წინა მთავრობის დროს თვითონვე შექმნა”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას გერმანიის ელჩთან დაკავშირებით, სადაც ბოკერია ჰუბერტ ქნირშს გიორგი რურუაზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს .

მსივე თქმით, ვისაც შეიძლება განსხვავებული აზრი ქონდეს, ჯგუფურ ბულინგში მოყვება.

„გერმანიის ელჩზე ორგანიზებული თავდასხმა გიგა ბოკერიას მეთაურობით მიმაჩნია სრულიად მიუღებლად. მორიგი დადასტურება, რომ ამ ხალხისთვის მხოლოდ ის აზრია მისაღები და „ევროპული”, რომელიც საკუთარს ემთხვევა. ყველა სხვა, ვისაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს, ალეკო ელისაშვილიდან დაწყებული გერმანიის ელჩით დამთავრებული, ჯგუფურ ბულინგში მოყვება. მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიამ „ნაციონალურ მოძრაობას” უღალატა, არ უღალატა იმ ერთაზროვნების დიქტატის პრინციპს, რომელიც წინა მთავრობის დროს თვითონვე შექმნა და რომელსაც მერე თვითონვე გაემიჯნა!”, – აღნიშნავს ანა დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები