ბოლნისის მერიამ სოფელ გეტაში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტი გადასცა

სოფელ გეტაში მცხოვრებ 160 ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სასურსათო პაკეტები გადასცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მიიღო.

პაკეტების დარიგება ჩაკეტილ სოფელში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით განხორციელდა.

„დღეს სოფელ გეტაში ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი სასურსათო პაკეტები გადავეცით. სოფელი კორონავირუსის პანდემიის გამო დღემდე მკაცრ საკარანტინო ზონად რჩება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მოსახლეობის დახმარება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში სოფელს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნება, გეტას გახსნის საკითხი არსებულ ეპიდსიტუაცუაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ცნობსითვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლები გეტა და მუშევენი ამ დრომდე წითელ ზონად რჩება.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მუშევანში, მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტები უკვე დაარიგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები