აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს ფლორიდაში შეხვდნენ
ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტის ელჩებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, ასევე თეთრი სახლის მრჩეველ ჯოშ გრუნბაუმსა და რუსეთის პრეზიდენტის ელჩს, კირილ დმიტრიევს შორის შეხვედრა გაიმართა.
დმიტრიევის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს პროექტები, რომლებსაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების აღდგენა შეუძლიათ.
“დღეს ბევრი ქვეყანა, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები, უკეთ იწყებს რუსული ნავთობისა და გაზის ძირითადი, სისტემური როლის გააზრებას გლობალური ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არაეფექტურობისა და დამანგრეველი ხასიათის შესახებ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.