სოციალურ ქსელ Telegram-ზე გლობალური შეფერხება დაფიქსირდა
Telegram-ზე გლობალური შეფერხება დაფიქსირდა,- ამას Downdetector-ისა და detector404 სერვისების მონაცემები ადასტურებს.
საჩივრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლებისგან ფიქსირდება.
პრობლემები დაფიქსირდა რუსეთში, აშშ-ში, ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, ნორვეგიაში, გერმანიაში, ყაზახეთში, ბელარუსში და სხვა ადგილებში.
საჩივრების უმეტესობა მობილური აპლიკაციების მუშაობას და შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება.
detector404-ის მონაცემებით, მხოლოდ ბოლო საათში მესენჯერთან დაკავშირებით 5200 საჩივარი შევიდა. საერთო ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ რიცხვმა 10000-ს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში, YouTube-ის ვიდეო ჰოსტინგის სერვისს, Google-ის სერვისებს, Cloudflare-ის კონტენტის მიწოდების ქსელსა და ღრუბლოვან უსაფრთხოების სერვისს მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდა. შეფერხებები დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.