ბიძინა გიორგობიანი: ევროპარლამენტის რეზოლუციებს უკვე აღარ აქვს ის მაგიური ძალა, რომელიც 1 ან 2 წლის წინ ჰქონდა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი რეზოლუცია “იმედის” ეთერში შეაფასა.

„ამ რეზოლუციებს უკვე აღარ აქვს ის მაგიური ძალა, რომელიც 1 ან 2 წლის წინ ჰქონდა და გარკვეულ ემოციურ შოკს იწვევდა საქართველოს მოქალაქეებში. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამას. არის რაღაც გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფება, დიფ სთეითია ეს თუ ფარული მმართველობა, თუ გარკვეული ინტერესების ლობისტური ჯგუფი, რომელიც ამ რეზოლუციებს ამზადებენ და შიგ წერია ყოველგვარი შესაძლო და შეუძლებელი სიცრუე. მაგალითად, ელენე ხოშტარია, რომელიც ღიად და პირდაპირ ფინანსდება რუსეთიდან, პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული“, – განაცხადა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები