“სოფელ კურსებში შექმნილია შტაბი, სადაც ჩართულია სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა”, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ზაუტაშვილი აცხადებს.
როგორც ზაუტაშვილი განმარტავს, შტაბში გრძელვადიან პერსპექტივაში სამოქმედო გეგმის დასახვაზე მუშაობენ.
“ადგილზე არიან შეკრებილები როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.
აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ სამოქმედო გეგმა”, – აცხადებს ლევან ზაუტაშვილი.
შეგახსენებთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში გამთენიისას ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, 5 სახლი განადგურდა.
დროულად განხორციელებული ევაკუაციის გამო, სტიქიის შედეგად დაშავებულები არ არიან – ევაკუირებულია 38 ოჯახი.