ირანის უზენაესი ლიდერი მეზობლებთან კეთილმეგობრულ ურთიერთობებს იმედოვნებს

ირანს მეზობლებთან მეგობრობის სჯერა და მხოლოდ ამ ქვეყნებში განლაგებულ ამერიკულ ბაზებს ესხმის თავს, – ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის ერისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

მან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, აშშ-ის ბაზები რეგიონში რაც შეიძლება მალე დახურონ.

ხამენეიმ ასევე აღნიშნა, რომ ზეწოლის ბერკეტად ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამოყენება აუცილებელია.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ აშშ-ის სამხედრო ბაზებს დავესხით თავს და, როგორც გავაფრთხილეთ, მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის გარეშე, ჩვენ უბრალოდ ამ ბაზებს შევუტიეთ. იძულებული ვიქნებით, მომავალშიც გავაგრძელოთ ეს ქმედებები, თუმცა ჩვენ მეზობლებთან მეგობრობის კვლავ გვჯერა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები