ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომაზე საბჭოს წევრებმა 2026–2028 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს და მის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს.
“გეგმა მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას, ბავშვთა უფლებების დაცვას, მათ აქტიურ ჩართულობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში და ქალებისა და ბავშვებისთვის თანასწორი და მხარდამჭერი გარემოს შექმნას,”- წერია ინფორმაციაში.