„ოთხ საათზე დაიწყო მეწყრული პროცესი. მყისიერად მოხდა რეაგირება, მოსახლეობა გამოყვანილია უსაფრთხოდ. ამჟამად, მიმდინარეობს აღწერა”, – ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, 104 მოქალაქე დროებით ქუთაისსა და ტყიბულშია გადაყვანილი.
“დაზარალებულია 38 ოჯახი, 104 მოქალაქე, რომელთა განთავსება ხდება როგორც ქუთაისში, ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო და პირველადი საჭიროების ნივთებით, მედიკამენტებით. ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით ხდება მყისიერი რეაგირება“, – ლევან ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში გამთენიისას ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, 5 სახლი განადგურდა.
დროულად განხორციელებული ევაკუაციის გამო, სტიქიის შედეგად დაშავებულები არ არიან – ევაკუირებულია 38 ოჯახი.