გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს – 18 000 ადამიანი ევაკუირებულია
აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ დრეზდენის ხელისუფლებამ, დაახლოებით, 18 000 მოქალაქის ევაკუაცია გამოაცხადა, რადგან მდინარე ელბასთან 250-კილოგრამიანი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს.
პოლიციის ცნობით, მდინარის ნაპირზე, კაროლას ხიდთან ახლოს, ორი საეჭვო ობიექტი აღმოაჩინეს.
ექსპერტებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ ერთ-ერთი ობიექტი ბრიტანეთში წარმოებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელია.
გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, ბომბის გაუვნებელყოფა დღეს, მოგვიანებით იგეგმება.
ოფიციალურმა პირებმა ტერიტორიის გარშემო, დაახლოებით, 1000 მეტრის რადიუსში, ევაკუაციის ზონა შექმნეს, რამაც რამდენიმე უბანზე გავლენა იქონია.
პოლიციამ ოპერაცია დრეზდენში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ევაკუაციად შეაფასა.
მედიის ინფორმაციით, გერმანიაში, სამშენებლო სამუშაოების დროს, ომის დროინდელ აუფეთქებელ ბომბებს დღემდე რეგულარულად პოულობენ.