ტყიბულის მერის განცხადებით, ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია

ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის განცხადებით, ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია.

როგორც მერი განმარტავს, წუხელ გვიან ღამით მომხდარის გამო, მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.

შეგახსენებთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში გამთენიისას ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად, 5 სახლი განადგურდა.

დროულად განხორციელებული ევაკუაციის გამო, სტიქიის შედეგად დაშავებულები არ არიან – ევაკუირებულია 38 ოჯახი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები