მახაშვილი – ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში რეგისტრირებაზე: მთავარი პრობლემა არის, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ

“აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ, ქართულ პოლიტიკაში ფული ატრიალონ”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განუცხადა.

ის თინა ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში რეგისტრირების ფაქტს გამოეხმაურა.

„პირდაპირ ამ ფორმით ისინი აღიარებენ, რომ არათუ მათ ინტერესებს ახორციელებენ, თავად ხდებიან უცხოური ძალები ამ ნაწილში. აქ მთავარი, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რათა ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ, ქართველი ხალხის ნებისა და ნებართვის, თანხმობის გარეშე ქართულ პოლიტიკაში ფული ატრიალონ.

ნაცვლად იმისა, რომ მათ შორის თინა ხიდაშელმა, მათმა კოლეგებმა რაღაც მორალი უკითხონ საქართველოს ხელისუფლებას, მოსახლეობას თუ ა.შ. სწორედ ამ ლეგიტიმურ კითხვებს უნდა გასცენ უპირველესად პასუხი და დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ მათი თითოეული ნაბიჯი არის საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვით ნაკარნახევი“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები