ბიძინა გიორგობიანი – ოპოზიციაზე: პოლარიზაცია მიიყვანეს უკიდურეს ზღვარზე

“პოლარიზაცია მიიყვანეს უკიდურეს ზღვარზე. საზოგადოებაში შემოიტანეს შფოთი, არეულობა და მუდმივად ამყოფებენ რევოლუციურ რეჟიმში და მათ მოუწოდა ეუთო-მ, რომ ასეთი მეთოდებით პოლიტიკაში არ მონაწილეობენ”,- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მათ უნდათ პოლიტიკაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ პოლიტიკაში იმ წესების დაცვით, რა წესებიც პოლიტიკაში მოქმედებს.

„პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც მიღებული მანდატები და მოქალაქეთა ხმები ფაქტობრივად ნაგვის ურნაში მოისროლეს, ვინც არ ცნო საქართველოს არცერთი არჩევნები. ნახეთ მათი ტოტემის – მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ტექსტი, რომ ის გაყალბებულად მიიჩნევს ყველა არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა და რომელშიც ის და მისი პარტია მარცხდება. პოლარიზაცია მიიყვანეს უკიდურეს ზღვარზე. საზოგადოებაში შემოიტანეს შფოთი, არეულობა და მუდმივად ამყოფებენ რევოლუციურ რეჟიმში და მათ მოუწოდა ეუთო-მ, რომ ასეთი მეთოდებით პოლიტიკაში არ მონაწილეობენ.

თუ მათ უნდათ პოლიტიკაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ პოლიტიკაში იმ წესების დაცვით, რა წესებიც მოქმედებს პოლიტიკაში. ეს არის კანონის, კონსტიტუციის ჩარჩოები და ურთიერთპატივისცემა. დღესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არიან მზად, რომ რაღაც ავნონ ამ ქვეყანას. თუ ომი დაიწყება რომელიმე რეგიონში, საქართველო მიაბან, ამ ყველაზე უფრო სისხლიან სცენარში რამენაირად დაუკავშირონ. თუ სადმე რაკეტას გაისვრიან, რატომ საქართველოში არ ისვრიანო. პირდაპირ ითხოვდნენ უკრაინის და ახლა უკვე ირანის ტრაგედიაში, რომელიც ჩვენგან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში მიმდინარეობს“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები