ლიზა გეგეჭკორი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის გაცემულ პასუხზე: მადლობა პრემიერსაც, პრეზიდენტსაც და შს მინისტრსაც, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში ცხვირის ჩაყოფა
ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მოთხოვნაზე, მოენახულებინათ პატიმრები, მათ შორის მზია ამაღლობელი, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და შს მინისტრის უარს, სოციალურ ქსელში აფასებს.
გეგეჭკორი მადლობას უხდის ირაკლი კობახიძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გეკა გელაძეს, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს დელეგაციის წევრებს, რომ მათი საქმე არ არის საქართველოს საქმეებსა და კანონმდებლობაში ცხვირის ჩაყოფა.
„მადლობა პრემიერ-მინისტრსაც, პრეზიდენტსაც და შს მინისტრსაც იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში და მის კანონმდებლობაში ცხვირის ჩაყოფა.
ისე, მადლი იქნება ვინმემ ჰკითხოს, მის ქვეყანაში რომ პოლიციელს გაარტყას ვინმემ, რას უზამენ.
მე გეტყვით, ჯერ იქვე ათრევენ დაუნდობლად სქესის განურჩევლად და მერე ციხეს დააშენებენ თავზე.
ვეღარ გაიგეს ამ ჰალსტუხიანმა პეპლებმა, რომ საქართველო სუვენერული და კანონებზე დაფუძნებული ქვეყანაა და ამას ვეღარ შეცვლიან“, – წერს ლიზა გეგეჭკორი.