IRGC: ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ყველა ბაზა გაანადგურა
ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ყველა ბაზა გაანადგურა, – ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სარდლობის საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალი ფადავიმ განაცხადა.
„მათი ყველა ბაზის განადგურებას რამდენიმე დღეზე მეტი არ დასჭირვებია. ჩვენ რეგიონში არსებულ ყველა ამერიკულ ბაზას დავარტყით“, – თქვა საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირანის ტელევიზიით.
ფადავიმ ასევე არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ შესაძლოა, ირანმა ამერიკელი ჯარისკაცები ტყვედ აიყვანოს, თუმცა ამის დასადასტურებლად მტკიცებულებები არ წარმოადგინა.
„ამის ალბათობა ძალიან მაღალია“, – აღნიშნა IRGC-ის სამეთაურო საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა.
ფადავის თქმით, ირანს აქვს წყალქვეშა გამშვები რაკეტები, და თეირანს მათი გამოყენება შეუძლია.