კურორტ გოდერძიზე მუნიციპალური პირველობა სამთო სათხილამურო სპორტში – სლალომში გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, კურორტ გოდერძიზე მუნიციპალური პირველობა სამთო სათხილამურო სპორტში – სლალომში გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურნირი ჩატარდა სამ ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელშიც მონაწილეობა 50-მდე სპორტსმენმა მიიღო.
“საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდო.
ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში სამთო სათხილამურო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე და მოადგილე ნური გორგაძე ესწრებოდნენ,” – წერია ინფორმაციაში.