ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაზე: სრულიად განადგურებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი სახელი და გვარები, ნიღაბჩამოხსნილი, სამარცხვინო, უსამშობლო წარსულით

ძალიან კარგად თქვა პრემიერ მინისტრმა, ნულს პლუს ნული არის ნული. სრულიად განადგურებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი სახელი და გვარები, ნიღაბჩამოხსნილი, სამარცხვინო, უსამშობლო წარსულით, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის ალიანსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია გარე დავალების შესაბამისად მოქმედებს და ერთი და იგივე წრეზე დადის.

„ერთი და იგივე წრეზე დავდივართ რიტორიკით, სახეებით, სცენარებით. ახლა დადგა ისევ საკითხი: მოდით თქვენ უნდა შეიკრათ, ერთი პოლიტიკური გვამი უნდა გაგემიჯნოთ, მესამე პოლიტიკური გვამი უნდა იდოს პარლამენტში“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები