“სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას არ დაემორჩილა, თავს დაესხა ერთ-ერთ თანამშრომელს და სხეულზე დაზიანება მიაყენა” – სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,მაწიმის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.ლ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, წინააღმდეგობა გაუწია მათ, თავს დაესხა ერთ-ერთ თანამშრომელს და სხეულზე დაზიანება მიაყენა.

“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები