ხულოს მერი “ახალგაზრდები ხულოსთვის“ საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლებს შეხვდა

ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე “ახალგაზრდები ხულოსთვის“ საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და ახალგაზრდებმა ხულოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდებს მსოფლიო პანდემიის, COVID – 19 -ის წინაღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა, სიგელები გადასცა და სამომავლოდ მხარდაჭერას დაჰპირდა.

ქვეყანაში შექმნილი მსოფლიო პანდემიის ფონზე, ექვსი ხულოელი სტუდენტის ხელმძღვანელობით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ,,ახალგაზრდები ხულოსთვის“, რომელთა ძალისხმევითაც სასურსათო პროდუქტებით დახმარება 80 ოჯახს გაეწია. ახალგაზრდების ინფორმაციით, ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები