ოზურგეთის საჩოგბურთო ცენტრში მუნიციპალიტეტის 552 სკოლადამთავრებულისთვის ელექტრონული მუსიკის საღამო და ლაზერშოუ გაიმართა
ოზურგეთის საჩოგბურთო ცენტრში მუნიციპალიტეტის 552 სკოლადამთავრებულისთვის ელექტრონული მუსიკის საღამო და ლაზერშოუ გაიმართა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული საღამო სწორედ იმ ახალგაზრდებს მიეძღვნა, რომლებმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი – სკოლა დაასრულეს და ახალი გამოწვევების წინაშე დგანან.
“ღონისძიების ფარგლებში ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ახალგაზრდებს სკოლის დასრულება მიულოცეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვეს.
ოზურგეთის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და წამახალისებელი პროგრამით, რათა მათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს – წინ საინტერესო და მნიშვნელოვანი გზა გელოდებათ!”- წერია ინფორმაციაში.