ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა. ინფორმაციას ბოლნისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია სკოლისა და სოფლის ისტორიის, კულტურისა და განვითარების შესახებ. ასევე გაიმართა სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობა. მოსწავლეებმა საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და პატრიოტული სიმღერები შეასრულეს.

გიორგი სვანიძემ სკოლის დირექტორს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ დავესწარი ამ შესანიშნავ ღონისძიებას და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ბავშვების ნიჭიერებით, ცოდნითა და უნარებით”,- აღნიშნა სვანიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი, ბოლნისის მუფტი ადილ ნაბიევი, სოფელ ნახიდურის მაჟორიტარი დეპუტატი ვუგარ ისაევი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ბურჯალიანი და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები