აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ორი დღის წინ დაკავებული რეზო წულუკიძის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.

“ჩემს ძმასა და მის მეგობარს რამდენიმე დღის წინ მოუვიდათ კონფლიქტი, საქმეში პოლიცია ჩაერია. სამი დღის წინ კი ისევ მოვიდა ის ხალხი და უკვე 30 კაცი დაესხა თავს ჩემს ძმას. ის და მისი მეგობარი დაჭრილები არიან, დაზარალებულები ჩვენ ვართ და გათავისუფლდეს ჩემი ძმა”, -აცხადებს დაკავებულის ძმა, ფირუზ წულუკიძე.

აჭარის მთავრობასთან პოლიციაა მობილიზებული. რეზო წულუკიძე წარსულში ნასამართლევია. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო იხდიდა სასჯელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები