ტრამპი აცხადებს, რომ უკმაყოფილოა ირანის ახალ ლიდერად ხამენეის ვაჟის დანიშვნით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ნიუ-იორკ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ არის კმაყოფილი ირანის ახალი უზენაესი ლიდერით, რომლის პოსტზეც მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს.
„არ გეტყვით. მე მისით კმაყოფილი არ ვარ“, – განუცხადა ტრამპმა „ნიუ-იორკ პოსტს“, როდესაც ახალგაზრდა ხამენეისთან დაკავშირებით გეგმების შესახებ ჰკითხეს.