ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ქალბატონებთან შეხვედრა გაიმართა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ქალბატონებთან შეხვედრა გაიმართა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა, მათ კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე – რენარ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მარტის კვირეულის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები