ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის ახალ ლიდერს სისასტიკეში ადანაშაულებს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის, „ტირანი“ უწოდა და თქვა, რომ ის ქვეყნის სასტიკ მართვას გააგრძელებს.
„ვაშლი ხიდან შორს არ ვარდება. მოჯთაბა ხამენეის ხელები ისედაც სისხლითაა შეღებილი. კიდევ ერთი ტირანი, რომელიც ირანის რეჟიმის სისასტიკეს გააგრძელებს“, – დაწერა საარმა სოციალურ ქსელ Х-ში.