2 მარტიდან, ლიბანის სხვადასხვა რაიონში ისრაელის საჰაერო დარტყმების დაწყებიდან დაღუპულთა რიცხვი 486-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია 1313 მშვიდობიანი მოქალაქე.
„2 მარტიდან ისრაელის აგრესიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 486 ადამიანს მიაღწია, დაშავდა 1313 პირი“, – ნათქვამია ანგარიშში.