თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანკარაში ირანის ელჩი დაიბარა

ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტის ჩაგდებასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ელჩი ანკარაში დაიბარა, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ თურქულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთისკენ მიმართული ბალისტიკური რაკეტა გაზიანთეფის შაჰინბეის რაიონის ცაზე ნატოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ძალებმა დროულად ჩაჭრეს და გაანეიტრალეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა. ეს ირანის კრიზისის დაწყებიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში მეორე მსგავსი ინციდენტია.

„ირანის ელჩი ანკარაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას ირანიდან თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ ახსნა-განმარტება სთხოვეს. მას აცნობეს ჩვენი რეაქციის და ინციდენტთან დაკავშირებული შეშფოთების შესახებ“, – განაცხადა სააგენტოს წყარომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები