ვახტანგ ბერიძემ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ღირსების ორდენის კავალერს, ნაზი ნიჟარაძეს 8 მარტი და მოახლოებული 89 წლის იუბილე მიულოცა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგს, ნაზი ნიჟარაძეს ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი და მოახლოებული 89 წლის იუბილე მიულოცა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ვახტანგ ბერიძემ განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა ნაზი ნიჟარაძის მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა მის გამორჩეულ ღვაწლს განათლების სფეროში.
“ნაზი ნიჟარაძეს 59-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. მრავალი წლის განმავლობაში იგი დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგად მუშაობდა და არაერთი თაობის განათლებასა და ჩამოყალიბებაში შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი.
ნაზი ნიჟარაძე ღირსების ორდენის კავალერია”, – წერია ინფორმაციაში.