ქართველიშვილი: კანდელაკს „აახიეს“ კომპიუტერი, რომელსაც „ნაცები“ თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს, მას ვიღაცამ ჩანაწერი მოჰპარა – მაგარი ნამუშევარია, სუს-ს დააბრალებენ, მაგრამ შეიძლება არც სუს-მა უარყოს
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ბოლო დღეებში გიორგი კანდელაკის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე გარემოება იკვეთება: კანდელაკს კომპიუტერი „აახიეს“, მის კომპიუტერს „ნაცები“ თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელების საუბრებს იწერს და მას ვიღაცამ ტელეფონიდან ჩანაწერი მოჰპარა.
ქართველიშვილის შეფასებით, ბოლოს შეიძლება განვითარებული მოვლენები სუს-ს დაბრალდეს და არც სუს-მა უარყოს.
„ოთხი რაღაც გავიგეთ:
- კანდელაკს კომპიუტერი აახიეს
- კანდელაკის კომპიუტერს ნაცები თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას
- თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს
- თარგამაძეს ვიღაცამ ტელეფონიდან (ან კომპიდან) ჩანაწერი მოჰპარა.
მაგარი ნამუშევარია, სუს-ს დააბრალებენ, მაგრამ შეიძლება არც სუს-მა უარყოს“, – წერს ქართველიშვილი.