ოზურგეთის მერმა და მერის მოადგილემ აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს, მეუღლეებს და ომში მონაწილე ვეტერან ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

ოზურგეთის მერმა – პაატა კუნჭულიამ და მერის მოადგილემ – გურამ გოლიაძემ აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს, მეუღლეებს და ომში მონაწილე ვეტერან ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

​„ჩვენს ვეტერანებს ვულოცავ ქალთა დღეს. ვეცადეთ, დღეს განსაკუთრებით გამოგვეხატა ის მადლიერება და სიყვარული, რაც მათ მიმართ გვაქვს.

​თითოეულ ქალბატონს გილოცავთ 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ბედნიერებასა და წარმატებებს”, – განაცხადა პაატა კუნჭულიამ.

​ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვეტერანებს ფულადი დახმარება გადასცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები