ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების ოჯახის წევრ ქალბატონებს შეხვდნენ
ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების ოჯახის წევრ ქალბატონებს შეხვდნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქუთაისის მერმა – დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარიამ და ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში – ზაზა ლომინაძემ აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და სამშობლოს დასაცავად გაღებული უდიდესი მსხვერპლის გამო მადლობა გადაუხადეს.
️”2008 წლის საბრძოლო მოქმედებებს 9 ქუთაისელი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. გიგა გოგორიშვილის, თამაზ ნიკიტინის, დათუნა ავალიანის, ფელიქს კაკაურიძის, კობა კერვალიშვილის, ლევან კოხრეიძის, ირაკლი ჯანელიძის, დიმიტრი ჯაილოვის და გივი სახელაშვილის ოჯახებს ადგილობრივი თვითმმართველობისგან 1000-1000 ლარი გადაეცათ”, – წერია ინფორმაციაში.