მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ხელისუფლება ყოველდღიურად იბრძვის იმისთვის, რომ არ დაისვას არც ერთი კითხვის ნიშანი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

„ერთი რამ, რაც ალბათ ჩვენს ქვეყანას უნდა ვუსურვო, არის მშვიდობა ამ მართლაც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში – მართლაც ძალიან რთულია ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკური მოცემულობა, ის წრე, სადაც დიდი პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს, საკმაოდ ახლოს არის ჩვენთან და, ერთგვარად, ეპიცენტრშიც ვართ“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქვეყნის წარმატება მსოფლიოში შექმნილ რთულ ვითარებაში დამოკიდებულია პრაგმატულობაზე და ეროვნული ინტერესების დაცვაზე:

„ჩვენს ქვეყანას მინდა ვუსურვო, რომ სწორედ პრაგმატული და ეროვნული ინტერესების დაცვით გაევლოს ეს რთული გეოპოლიტიკური მოცემულობა, და ჩვენ შევძლოთ იმ მიზნების მიღწევა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს“, – დასძინა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული:

„ეს არის ის, რისთვისაც ჩვენი ხელისუფლება ყოველდღიურად იბრძვის, ის, რისთვისაც ჩვენი ხელისუფლება ყოველდღიურად შრომობს: რომ ამ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში არ დაისვას კითხვის ნიშანი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები