ვახტანგ თოფურია: ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას შეახსენა თავისი ვალდებულებები – დღეს გავიგეთ, რომ პრაიდი ორჯერ გაიმართება და უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი წყვილი ოჯახად აღიარა
სულ რაღაც ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეახსენა მას თავისი ვალდებულებები, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ამ წერილიდან მალევე, საზოგადოებამ გაიგო, რომ უკრაინაში პრაიდი ორჯერ გაიმართება და ორი მამაკაცისგან შემდგარი წყვილი სასამართლომ ოჯახად აღიარა.
„სულ რაღაც ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეახსენა მას თავისი ვალდებულებები.
დღეს ორი სიახლე გავიგეთ: 1. პრაიდი, რომელიც უკვე ორჯერ გაიმართება და 2. უკრაინაში პირველად, უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი ერთნაირსქესიანი წყვილი ოჯახად აღიარა“, – წერს თოფურია.